trenfrargeru

ავეჯის თურქული მწარმოებლები

05.08.2022
989
ავეჯის თურქული მწარმოებლები

ავეჯის თურქული მწარმოებლები აღნიშნავენ რომ სამეულები და სავარძლები ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ავეჯი, მნიშვნელოვანია მათი ფერები, რადგან მათ შესწევთ უნარი იმოქმედონ ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობაზე როგორც დადებითი ასევე უარყოფითი კუთხით.  ცისფერი ტონები, რომლებიც ცის ასოციაციას იწვევს  და გარემოს სიახლეს მატებს, კვლავაც  პოპულარულია. დამამშვიდებელი ეფექტის გამოვლენით ლურჯი და მისი ტონები,  საცხოვრებელ ადგილებს ბევრად უფრო ლამაზს ხდის.  ლურჯ ფერთან  თეთრი და ნაცრისფერი ტონები ჰარმონიაში მოდის.  დღეს დღეობით ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს რბილი ავეჯი  ნაცრისფერისა და  კრემისფერის კომბინაციით. მწვანე ტონში გაწყობილი სავარძლები კი  სიმშვიდეს და თანამედროვე იერსახეს მატებს საცხოვრებელ გარემოს,  ავეჯის თურქული მწარმოებლები თქმით ეს ფერები შესაძლებელს ხდის მივიღოთ  უფრო დაბალანსებული მისაღები ოთახის დიზაინი.  ავეჯის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ გარკვეულ პუნქტებს. სასურველი ფერის  სავარძლის შეძენისას  უნდა დარწმუნდეთ, რომ ის სრულად შეესაბამება გამოსაყენებელი ადგილის ზოგად იერსახეს და დიზაინს. რბილი ავეჯი,  რომელიც არ შეესაბამება სხვა ავეჯს ან კედლის ფერს, გამოიწვევს თქვენი საცხოვრისის უარყოფით იერსახეს,  გარდა ამისა, თანამედროვე დიზაინის მიხედვით, კედლებისა  და რბილის ავეჯის ფერები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

თურქეთის ავეჯი

თურქეთის ავეჯი გამოირჩევა თავისი ელეგანტურობითა და ხარისხით, მაგრამ ავეჯის შერჩევისას გარკვეული საკითხებია გასათვალისწინებელი.  მაგალითად განვიხილოთ რბილი ავეჯი, დივნის კომპლექტის შეძენისას  დიდ როლს თამაშობს ის თუ რა ფართობის მფლობელია მყიდველი, რადგან  სავარძლები განსხვავდება მათი ტიპის, ზომის, ფერის და ქსოვილის მიხედვით და კომფორტული გამოყენებისთვის თითოეული მათგანი ძალზედ მნიშვნელოვანია, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი კი  ქსოვილისა და კონსტრუქციის  მახასიათებლებია  სავარძლების შერჩევისას. თურქეთის  ავეჯი  სავარძლის კონსტრუქცია  არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც მიუთითებს სავარძლის ხარისხზე, რადგან დივნის კომფორტსა და ხარისხობრივ მახასიათებლებს მისი კონსტრუქცია  განაპირობებს. უაღრესად მნიშვნელოვანია თუ რა ტიპის ხე იქნება გამოყენებული მასალად, რბილი ავეჯის  კომპლექტში სასურველი გამოყენებული იქნას  რცხილა და წიფელი. შემდეგი  მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს რბილის ავეჯის  კომფორტზე არის მისი  ღრუბელი, სავარძლების ხარისხის განსაზღვრის ერთერთი კრიტერიუმია ის თუ რა ტიპის, ხარისხის და წონის ღრუბელია  გამოყენებული მასში.  სავარძლების კომფორტული გამოყენებისთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს სპეციალურ და ხარისხიან ქსოვილს, რომლებიც არ ლაქავდება, ამ საკითხს  უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სავარძლის ყიდვისას გასათვალისწინებელ საკითხებს შორის.

თურქეთის ავეჯის წარმოება

თურქეთის ავეჯის წარმოება  სრულად არის მორგებული მომხმარებელთა სურვილებსა და მოთხოვნებზე,  ჩვენს ყოველდღიურ სამყოფელში  დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ძირითად ავეჯს, ასევე მის დამხმარე ნაწილებს. მაგალითად     ყავისა და ჟურნალების  მაგიდები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ავსებს ჩვენს დეკორაციას.  სწორად შერჩეულ  და  ასევე სწორად განლაგებულ ყავის მაგიდებს შეუძლიათ მთლიანად შეცვალონ ჩვენი სასტუმრო ოთახის  ფოკუსური წერტილი, რადგან სწორად განლაგებული მაგიდა ჰარმონიაშია სახლის სტილთან. თუ გსურთ გქონდეთ   ელეგანტური თურქული ავეჯი და გაალამაზოთ თქვენი საცხოვრებელი ფართები, გამოიყენეთ თურქეთის ავეჯის წარმოება. სანამ შეიძენთ ჟურნალების მაგიდას, უნდა დააზუსტოთ თუ რა ტიპის მაგიდა შეეფერება თქვენს მისაღებ ოთახს. სასურველია   რომ ჟურნალების  მაგიდა  თქვენი სავარძლის ზომის ორი მესამედი იყის. პატარა სივრცისთვის იდიალურია  შუშის ყავის მაგიდა, რადგან იგი  თქვენს სივრცეს უფრო ვრცლად გამოაჩენს, ხოლო  თუ გსურთ ცოტა მეტი სითბო და სიმყუდროვე შემატოთ თქვენს სახლს, ამისთვის შესანისნავია  ყავის მაგიდა ხის ტექსტურით,  თქვენ მიერ არჩეული ყავის მაგიდის ფორმა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც  მისი მასალა და ზომა, რადგან მნისვნელოვანი, რომ იგი  ჰარმონიულად ერწყმოდეს თქვენს ავეჯს.  

ვიზიტორთა კომენტარები

ჯერ არ არის.პირველი კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით..