trenfrargeru

ხშირად დასმული კითხვები

მთავარი » ხშირად დასმული კითხვები
შემიძლია თუ არა პროდუქციის ცალობაში ყიდვა? თუ კომპლექტში უნდა ვიყიდო?

ჩვენი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც კომპლექტში, ასევე ცალობაში.

რამდენი ხანი სჭირდება მიწოდებას?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიწოდების დრო პერიოდულად იცვლება, ეს არის 30 სამუშაო დღე სახლის ავეჯის ჯგუფის პროდუქტებისთვის, 35 სამუშაო დღე ბიზნეს ავეჯის ჯგუფისთვის და 21 სამუშაო დღე ეზოს  ავეჯისთვის.

გაქვთ თუ არა პროდუქტის ტრანსპორტირების სერვისი?

ვინაიდან ჩვენი პროდუქცია იყიდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, მათი მიწოდება ხდება მხოლოდ ქარხნულად, რათა თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა.

ტრანსპორტირება ფასში შედის?

გამომდინარე იქიდან, რომ ვმუშაობთ Ex Works (EXW) სისტემით, ტრანსპორტირება ფასში არ შედის.

პროდუქტის რომელ ჯგუფებს აწარმოებთ?

ჩვენ ვაწარმოებთ სახლის ავეჯის ნაკრებს, საოფისე და სასკოლო ავეჯის ნაკრებს  და ეზოს ავეჯის ნაკრებს.

შესაძლებელია თუ არა პროდუქტის შეკვეთა თურქეთში ჩამოსვლის გარეშე?

თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი მოდელი ან სპეციალური დიზაინი ჩვენს ქარხანაში მისვლის გარეშე.

როგორ ხდება შეკვეთა?

შეკვეთის პროცესი შეგიძლიათ დაიწყოთ არჩეული ავეჯის 40%-ის გადახდით. იმისათვის, რომ გვქონდეს სანდო ურთიერთნდობა,  ვაფორმებთ ორმხრივ კონტრაქტებს, რომლებიც ორივე მხარის  უფლებებს იცავს. მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულებები ასევე შეიძლება დამოწმებული იყოს ნოტარიულად.

თანხა გადავიხადე, ახლა რას ვაკეთებთ?

შეგიძლიათ საბანკო ქვითარი WhatsApp-ის საშუალებით გაუგზავნოთ ჩვენს  გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მანამდე დაგიკავშირდათ და დაგეხმარათ. მომდევნო დღეებში, როდესაც გადმორიცხული თანხა ანგარიშზე დაჯდება, ჩვენი გაყიდვების მენეჯერი  გაცნობებთ წარმოების ეტაპებს და სხვა დეტალებს.